ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხმაში მცხოვრები 28 წლის ვაჟა ბერძენიშვილი, ქუთაისის საავადმყოფოში წუხელ გარდაიცვალა.
როგორც გარდაცვლილის მამამ, გია ბერძენიშვილმა “გურია ნიუსს” უთხრა, ვაჟას გარდაცვალების მიზეზი H1N1 ვირუსი გახდა:
_ როგორც კი შეუძლოდ გახდა წავიყვანეთ ქუთაისში. ყურადღება არავის დაუკლია, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ერთი კვირის განმავლობაში, აპარატზე იყო შეერთებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას გია ბერძენიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვაჟას გრიპთან ერთად სხვა, ქრონიკული დაავადებაც ჰქონდა, რამაც ვირუსი გაართულა.