ყოველწლიურად ჰაერის დაბინძურებას დაახლოებით 9 მილიონი ადამიანის სიცოცხლე ეწირება.
კვლევას ვაშინგტონის უნივერსიტეტის სპეციალისტები აწარმოებენ. მათ დაადგინეს, რომ გარემოს დაბინძურებას საშუალოდ 9 მილიონი ადამიანი 2015 წლიდან ეწირება. მეცნიერების მიერ გაანალიზებული ბოლო მონაცემები 2022 წელს მიეკუთვნება.
კვლევაში აღნიშნულია, რომ „დაბინძურება ადამიანისა და პლანეტის ჯანმრთელობისთვის ექზისტენციურ საფრთხეს წარმოადგენს და თანამედროვე საზოგადოებების მდგრადობას რისკს უქმნის“.
მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დაბინძურებას ადამიანის ჯანმრთელობაზე მეტი გავლენა აქვს, ვიდრე ომებს, ტერორიზმს, მალარიას, აივს, ტუბერკულოზს, ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს.
„ქვაბში ვსხედვართ და ნელ-ნელა ვიხარშებით. გარემოს დაბინძურებას საკმარის ყურადღებას არ ვაქცევთ“, – განაცხადა კვლევის თანაავტორმა რიჩარდ ფულერმა.
ბოლო მონაცემებით, დაბინძურება დაახლოებით იმდენივე ადამიანს კლავს, რამდენსაც მოწევა.
ავტორი