ჰაერის მაღალი ტემპერატურის შედეგად იაპონიაში 14 ადამიანი დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას REUTERS ავრცელებს.
იაპონიის მეტეოროლოგიური სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა 39 ცელსიუს გრადუსს აჭარბებს. მაუწყებლის ინფორმაციით, მოქალაქეების ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გასულ წელს მაისიდან სექტემბრამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო 48 ადამიანი დაიღუპა. როგორც ცნობილია, გასულ კვირას იაპონიაში წყალდიდობას 200 ადამიანი ემსხვერპლა.