დღეს საქართველოში ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +32 გრადუსს გადასცდება,_ ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა. თუმცა, გვზავამ აღნიშნა ისიც, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი.
“დღეს, ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსს გადაშორდება. ყველაზე მაქსიმალური ტემპერატურა დღეს არის, თუმცა უახლოეს დღეებში 1-2 გრადუსით დაიკლებს, თუმცა ეს დაკლება დიდად შესამჩნევი არ იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე ხასიათის წვიმები დღის მეორე ნახევარში და საღამოს საათებში.
მსგავსი სიტუაციაა დასავლეთ საქართველოშიც. მაისის ბოლოს და ივნისის პირველ რიცხვებში შესაძლოა მაქსიმალურმა ტემპერატურამ რამდენიმე გრადუსით დაიკლოს ღრუბლიანობის ფონზე”,_ ამბობს გვაზავა.