გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შესაძლოა, +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში +40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.
რაც შეეხება გურიას _ ოზურგეთში დღეს ჰაერის ტემპერატურა დღეს +31 გრადუსი იქნება; ხვალ _ +32°; სამშაბათს _ +36;
ჩოხატაურში დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა +35° იქნება; ხვალ _ +37°; ხოლო სამშაბათს _ +35°;
ლანჩხუთში დღეს +35° იქნება ; ხვალ _ +36°; ხოლო სამშაბათს _ +35 °.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში _ გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში _ 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.