ჰამასის მიერ კონტროლირებადი ღაზის სექტორის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისრაელის ავიაციამ, ჯაბალიაში საცხოვრებელ კორპუსებს კვლავ დაარტყა .
ჯაბალია არის ტერიტორია ღაზას გარეუბანში, რომელიც ტოლვილთა ბანაკია, სადაც 1948 წლის ომის დროს ისრაელიდან გაქცეული პალესტინელი ოჯახები ცხოვრობდნენ თაობების განმავლობაში. ისრაელის სამხედროები მას განიხილავენ, როგორც ჰამასის მებრძოლი ფრთის დასაყრდენს.
სექტორის ხელისუფლების ინფორმაციით, დაბომბვას მრავალი ადამიანი დაიღუპა და დაშავდა. მათი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ადრე განაცხადეს, ჯარები აგრძელებენ ჰამასის ტერორისტული ინფრასტრუქტურის შეტევას ხმელეთიდან და ჰაერიდან, ხოლო დაღუპული ბოევიკების რაოდენობა ათეულობით არის. IDF-მა განაცხადა, რომ ჯაბალია რჩება სამხედრო ყურადღების ცენტრში,
ერთი დღით ადრე ჯაბალიაში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა მას შემდეგ, რაც ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად ბოევიკების მიერ გათხრილი გვირაბების ნაწილი ჩამოინგრა. ღაზას ხელისუფლებამ ათობით დაღუპვის შესახებ განაცხადა
ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე იყო ჰამასის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაური და ჯგუფის ინფრასტრუქტურა.
ავტორი