ისრაელის საჰაერო თავდასხმები ღაზას სექტორზე ანკლავში დარჩენილი მძევლებისთვის სასიკვდილო განაჩენია, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჰამასის“ ლიდერმა, დაჯგუფების პოლიტიკური ბიუროს წევრმა ეზატ ალ-რიშკმა განაცხადა.
„ნეთანიაჰუს ომში დაბრუნების გადაწყვეტილება ოკუპაციის ტყვეების მსხვერპლად შეწირვისა და მათ წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენის გადაწყვეტილებაა. მტერი ომისა და განადგურების გზით ვერ მიაღწევს იმას, რასაც ვერ მიაღწია მოლაპარაკებების გზით“, – აღნიშნა ეზატ ალ-რიშკმა.
ცნობისთვის, 2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ ისრაელიდან 251 ადამიანი გაიტაცა. ღაზაში დარჩენილია, დაახლოებით, 60 მძევალი. აქედან ცოცხალი, სავარაუდოდ, ნახევარზე ნაკლებია.