BBC-ის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ღაზაში ჰამასის სარდლობა გაანადგურეს.
მაუწყებლის ცნობით, ისრაელის არმიის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განუცხადა ჟურნალისტებს, რომ პალესტინელი ბოევიკები ახლა მოქმედებენ ტერიტორიაზე მხოლოდ სპორადულად და “მეთაურების გარეშე”.
მისი თქმით, ისრაელმა ღაზას ჩრდილოეთით დაახლოებით 8000 მებრძოლი მოკლა. BBC ამ მონაცემის დამოუკიდებლად გადამოწმებას ვერ ახერხებს.
ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) ახლა ორიენტირებულია ჰამასის დემონტაჟზე სამხრეთ და ცენტრალურ ღაზაში.
ჰამასის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ისრაელმა ომის დაწყებიდან 22 000-ზე მეტი ადამიანი მოკლა. შაბათს მან თქვა, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში 120-ზე მეტი დაიღუპა. ტერიტორია განადგურებულია და 2.3 მილიონიანი მოსახლეობის უმეტესი ნაწილი იძულებით გადაადგილებულია.
ისრაელის შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც ჰამასის შეიარაღებულმა პირებმა 7 ოქტომბერს სამხრეთ ისრაელზე მოულოდნელი თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 1200 ადამიანი დაიღუპა, უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქე იყო და დაახლოებით 240 ადამიანი მძევლად აიყვანეს.