კანადელმა და ესპანელმა მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰამბურგერი დეპრესიის განვითარებას უწყობს ხელს. Canadian Obesity Network-ის ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელი ვალერი ტეილორი და Las Palmas de Gran Canaria-ის პროფესორი ეინჯელ მარტინეს-გონზალესი ექვსი წლის განმავლობაში სწავლობდნენ სწრაფი კვების პროდუქტების ზეგავლენას ემოციურ არასტაბილურობაზე.
კვლევაში მონაწილე მოხალისეები ექსპერიმენტის დასაწყისში ფსიქოლოგიურ დარღვევებს არ უჩიოდნენ. მათ სთხოვეს დაეწყოთ უჩვეულო დიეტა, რომლის მენიუშიც ცხიმით გაჯერებული საკვები პროდუქტები, ჰამბურგერები და კარტოფილი ,,ფრი’’ შედიოდა. აღმოჩნდა, რომ დიდი ოდენობის ქოლესტერინის შემცველი პროდუქტების მოხმარება 48%-ით ზრდის დეპრესიის განვითარების რისკს. კვლევის ბოლოს დეპრესიის 657 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგზე გავლენა არ მოუხდენია მავნე ჩვევებს – მოწევას და ალკოჰოლის მოხმარებას, ასევე – სქესს, ფიზიკურ აქტივობას და ადამიანის წონას.
მეცნიერებმა აქვე აღნიშნეს, რომ ზეითუნის ზეთი და ცხიმი, რომლითაც მდიდარია თევზი, პირიქით, დეპრესიისგან იცავს ადამიანს.