პოპულარულმა ამერიკელმა მსახიობმა ჰარისონ ფორდმა საკუთარი სახლი გაყიდა.
„ინდიანა ჯონსი“ და მისი მეუღლე კალისტა ფლოკჰარტი უბინაოდ არ დარჩენილა. წყვილმა ლოს-ანჯელესში ახალი საცხოვრებელი ფართი შეიძინა.
მათი ახალი „ბუდე“ 12.65 მილიონ დოლარადაა შეფასებული და ლოს-ანჟელესში მდებარეობს.
სახლის მიმდებარე ტერიტორია 200 აკრს მოიცავს. „ბინა“ მეჩვიდმეტე საუკუნეშია აგებული. სახლში არის სამეჯლისო დარბაზი, სამი სამზარეულო და ექვსი საძინებელი.
ფორდი-ფლოკჰარტის ოჯახური წყვილი ახალმოსახლეობას უახლოეს მომავალში გეგმავს და ამ ღონისძიებაზე არაერთ ცნობილ პიროვნებას ვიხილავთ.
ავტორი