ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა პორტუგალიასთან წაგებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრებთან თამაშის შესახებაც ისაუბრა.
კითხვაზე, რას ფიქრობთ ჯგუფში მეორე მატჩის შედეგზე? ელოდით, რომ თურქეთი საქართველოს დაამარცხებდა?
ჰაშეკმა უპასუხა:
_ მატჩის გარკვეული მომენტები ვნახე. საგოლე მომენტები ორივე კართან იყო. რა თქმა უნდა, მატჩზე ჩვენი დამკვირვებლები გვყავდა. საქართველოსთან თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ. საქართველო მაღალი დონის გუნდია და დიდი მოთამაშეები ჰყავს. 100 პროცენტით მზად უნდა ვიყოთ.
ინფორმაციისთვის, EURO 2024-ზე F ჯგუფის პირველ შეხვედრებში საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1: 3, ხოლო ჩეხეთი პორტუგალიასთან 1:2 წაგების შემდეგ, ერთმანეთს 22 ივნისს დაუპირისპირდებიან.