სუპერმოდელი ჰეილი ბიბერი მოულოდნელად საავადმყოფოში აღმოჩნდა. ინფორმაცია მომღერალი ჯასტინ ბიბერის მეუღლემ თავად დაადასტურა.
მიზეზად თავის ტვინში მცირე ზომის თრომბი დასახელდა, რამაც ჰაერის უკმარისობა გამოიწვია.
25 წლის მოდელმა განაცხადა, რომ სიმპტომები პირველად 15 მარტს იგრძნო, როდესაც მეუღლესთან, ჯასტინ ბიბერთან ერთად საუზმობდა.
ვარსკვლავის განცხადებით ამჟამად მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და თავს შესანიშნავად გრძნობს.