რუსეთში ოპერირებას კიდევ ერთი უმსხვილესი ბრენდი _ Heineken აჩერებს, _ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ჰოლანდიურმა ლუდსახარშმა განაცხადა, რომ აჩერებს რუსეთში Heineken-ის ბრენდის ლუდის გაყიდვას, წარმოებას და რეკლამას.
კომპანიის განცხადებით, რუსულ ბაზრებზე ოპერაციებიდან ფინანსურ სარგებელს აღარ მიიღებენ. უკვე გამოაცხადა გეგმა, რათა შეაჩეროს ყველა ახალი ინვესტიცია და ექსპორტი რუსეთში.
“ჰაინეკენმა” თქვა, რომ გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.
„ვაფასებთ სტრატეგიულ ვარიანტებს ჩვენი რუსული ოპერაციების მომავლისთვის. ჩვენ ვხედავთ მკაფიო განსხვავებას რუსეთში, ხელისუფლებისა და ჩვენი თანამშრომლების ქმედებებს შორის. 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენი ადგილობრივი თანამშრომლები იყვნენ ჩვენი Heineken ბიზნესის ღირებული წევრები. ჩვენი თანამშრომლებისა და მათი ოჯახების მხარდაჭერა ნათელი პრინციპია, რადგან ჩვენ განვსაზღვრავთ წინსვლის გზას”, _ აცხადებენ კომპანიებში.
ჰაინეკენმა თქვა, რომ ის ასევე გააძლიერებს მხარდაჭერას და შემოწირულობებს პოლონეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და სლოვაკეთში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.