სამხრეთ კორეაში, ჰელოუინის აღნიშვნის დროს 150-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. მომხდარის გამო, ქვეყანაში 5 ნოემბრამდე გლოვა გამოცხადდა, – ამის შესახებ CNN-ი წერს.
სეულში, მასობრივი ჭყლეტის შედეგად, 151 ადამიანი დაიღუპა და 82 დაშავდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის 19 მოქალაქეცაა. ოფიციალური პირების თქმით, დაღუპულთა უმეტესობა თინეიჯერი ან 30 წლამდე ასაკის პირი იყო.