ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია არჩევნებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
“პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სერიოზული წუხილები გააჟღერა ამ შაბათ-კვირის საქართველოს არჩევნების კანონიერებასთან დაკავშირებით.
როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების დღეს, სანდო ცნობები იყო ამომრჩევლებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინებისა და შევიწროების, ამომრჩეველთა კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ.
თუ სახელმწიფო დეპარტამენტი დაადასტურებს, რომ ეს არჩევნები ნამდვილად თაღლითური იყო და არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას, მათ ამის შესახებ ნათელი განცხადება უნდა გააკეთონ”, – ნათქვამია განცხადებაში.