ჰიმალაის მთათა სისტემაში, ნეპალში დაღუპული 9 მთამსვლელის ცხედარი იპოვეს და აეროპორტში გადაასვენეს, აეროპორტიდან კი ვერტმფრენით კატმანდუს საავადმყოფოში. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მაუწყებლის ინფორმაციით, მათ ცხედრებს ძვლების მოტეხილობები და თავის ქალაზე მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ.
გავრცელებული ცნობით, მთამსვლელების კარავი ძლიერი ქარბუქის შედეგად განადგურდა.
როგორც ცნობილია, ექსპედიციის ორგანიზატორებმა მთამსვლელების ძებნა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მათთან კონტაქტი გაწყდა.