ჯენიფერ ლოპესის დარად, სუპერვარსკვლავებმა კარგა ხანია, დაიწყეს სხეულის ნაწილების დაზღვევა.
მაგალითად, ჰაიდი კლუმის ფეხები 3 მლნ დოლარადაა დაზღვეული, მერაია ქერისა – 1,4 მლნ-ად, ხოლო ჯემი ლი კერტისის ფეხებისთვის სადაზღვევო კომპანიამ მხოლოდ 1 მლნ “გაიმეტა”.
“როლინგ სტოუნზის” ლეგენდამ, კიტ რიჩარდსმა 1,75 მლნ-ად დააზღვია… შუათითი!
ბრუს სპრინგსტინის ხრინწიან ხმაში 6 მლნ-ს “იხდიან”, ტინა ტერნერის ხმა უფრო “იაფი” გამოდგა – 3,2 მლნ.
7 მლნ-ად შეფასდა კლაუდია შიფერის სახე, კრისტი ტარლინგტონის სახე კი სულ რაღაც 1 მლნ-ს “ქაჩავს”.
რაც შეეხება ჯულია რობერტსს, მსოფლიოს ყველაზე “ძვირფასი” მსახიობი აქაც მეტად ორიგინალურად მოიქცა – მისი ლეგენდარული ღიმილი 30 მილიონადაა დაზღვეული!