ჰოლივუდის ლეგენდა დორის დეი გარდაიცვალა. ინფორმაციას მომხდარის შესახებ Euronews ავრცელებს.
დორის დეის ცხოველთა ფონდის ინფორმაციით, ის კალიფორნიაში, კარმელ ველიში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ორშაბათს გარდაიცვალა.
დორის დეი მომღერალი და მსახიობი იყო, მოგვიანებით კი ცხოველთა უფლებადამცველი გახდა.
„დეის შესანიშნავი ჯანმრთელობა ჰქონდა თავისის ასაკისთვის, თუმცა, ბოლო პერიოდში პნევმონია ჰქონდა, რასაც მისი სიკვდილი უკავშირდება“, _ წერია ფონდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.