ოზურგეთის სახელმწიფო ანსამბლი “გურიას“ დირექციამ და წევრებმა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი შეაგროვეს და უახლოეს დღეებში გააგზავნიან.
“თბილი ტანსაცმელი,საკვები და მედიკამენტები,რომელიც სახელმწიფო ანსამბლ ,,გურიას” და ანსამბლთან არსებული ქორეოგრაფიული სტუდიის მოცეკვავეებმა შეაგროვეს,ქართველი ხალხის სახელით,უახლოეს მომავალში უკრაინაში გაიგზავნება!“ – აღნიშნულია ანსამბლ “გურიას“ ფეისბუქგვერდზე.
[sexy_author_bio]