იაპონურმა კომპანიამ, “ჰუმანიქსმა”, ფეხით მოსიარულეთათვის უსაფრთხო მინიავტომობილი iSAVE-SC1 გამოუშვა.
იმის გარდა, რომ ავტომობილი ეკონომიურია და მისი მაქსიმალური სიჩქარე სულ 50 კმ/სთ-ია, მთელი კორპუსი, ფაქტობრივად, რბილი ბალიშითაა დაფარული, რომელიც ადამიანთან ან სხვა ავტომობილთან შეჯახებისას იბერება.
კომპანია მიიჩნევს, რომ “გარე ბალიშის” იდეას დიდი მომავალი აქვს და ტექნოლოგიის დაპატენტებას აპირებს.