„გირჩის“ თავმჯდომარე, დეპუტატი იაგო ხვიჩია გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევის თაობაზე.
„არგუმენტია არის ასეთი: თუ ასეთი გაჭირვების დროს იარაღით, ან ფინანსური ტრანზაქციების შეზღუდვის ფორმით მხარს არ მიჭერ, ამ ომის პერიოდში შენთან არ ვმეგობრობ და შენ ვერ იქნები გამარჯვებულის გულშემატკივარი. მგონია, რომ კაცს, რომელიც ომობს, ეს პოზიცია ეპატიება. შეიძლება, ეს ემოციურიც იყოს. შეიძლება, არც ბოლომდე ვიმსახურებდით ამ ყველაფერს, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაც გვევალებოდა“, – აცხადებს ხვიჩია.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან და მაროკოდან ელჩების გაწვევის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა.