ტოკიოს ოლიმპიადა გრძელდება. დღეს, 14:30 საათიდან, ხალიჩაზე მოჭიდავეები გამოვლენ და 2 წონით კატეგორიაში მედლების მფლობელები გაირკვევა.
ჩვენი ყურადღება აბსოლიტური წონისკენ იქნება მიპყრობილი. სადაც ფინალს იჭიდავებს იაკობ ქაჯაია (+130 კგ.). იაკობმა ბრწყინვალედ იასპარეზა გუშინ და ფინალამდე 3 მეტოქეს მოუგო. გადამწყვეტ ბრძოლაში კი ის, ლეგენდარული, 38 წლის, კუბელი მაიან ლოპეზ ნუნეზს დაუპირისპირდება, რომელიც ასაკის მიუხედავად ძალიან კარგ ფორმაშია. ფინალურ დაპირისპირებამდე 5 წყვილი გამოვა ხალიჩაზე.
საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უკვე გარანტირებული აქვს მე-6 მედალი, თუმცა იმედია ეს უკანასკნელი უმაღლესი სინჯის იქნება.
ცოტა უფრო ადრე, 13:15 საათიდან, განახლდება 97 კილოში შეჯიბრი, სადაც დებიუტანტი გიორგი მელია გამოდის. მას პირველივე მეტოქე ორ-ორ გზის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, რუსი, მუსა ევლოევი ყავდა, მარცხის მიუხედავად გიორგიმ კარგად იჭიდავა და მცირე სხვაობით წააგო. თუმცა, თუ ევოლევი პოლონელ სპორტსმენს დაამარცხებს და ფინალში გავა, გიორგი მელიას ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი გაუჩნდება და ხვალ რეპეშაჟში ჩაერთვება.
[sexy_author_bio]