ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს იმ გზაზე არსებული მდგომარეობა, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ გაკეთდა.
ვიდეო გუშინ არის გადაღებული, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობენ, რომ გზაზე დღეს უფრო რთული მდგომარეობაა.
“ეს ხდება იმ გზაზე, რომელიც ერთადერთია ცენტრთან, მაღაზიასთან, სკოლასთან, საბავშვო ბაღთან დასაკავშირებლად. იახტა დაგჭირდებათ ჩვენთან მოსასვლელად”,_ გვითხრა სოფლის ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
“გურია ნიუსი” მერის წარმომადგენელთან დაკავშირებას ცდილობს.
თუმცა, ის რასაც ვიდეოზე ხედავთ არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც ბუკნარის მოსახლეობას აწუხებს.
“გურია ნიუსი” მუშაობს საკითხზე და ბუკნარში არსებული ვითარების შესახებ ვრცელ სტატიას მალე შემოგთავაზებთ.