ჯამში, რიგით მეექვსე და სინჯით მე-4 ვერცხლის მედალი საქართველოს ოლიმპიური გუნდის ყულაბას, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე, მძიმე წონოსანმა, იაკობ ქაჯაიამ შემატა.
ფინალურ ორთაბრძოლაში წყალტუბოელი სპორტსმენი ლეგენდარულ, უკვე ოთხგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, კუბელ მიაინ ლოპეზ ნუნეზს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა.
რეპეშაჟში იჭიდავებს 97 კილოში მოჭიდავე, გიორგი მელია. რომელმაც პირველივე წრეში წააგო ტიტულოვან რუს, მუსა ევლოევთან, რომელიც თავის მხრივ ფინალში გავიდა და გიორგიმაც შეინარჩუნა ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი. პირველ წრეში ის უნგრელ, ალექს სზოკეს შეხვდება, ხოლო ამ ბარიერის დაძლევის შემდეგ, მედლისთვის პოლონელ, ტადეუშ მაჩალიკს დაუპირისპირდება. რეპეშაჟის შეხვედრები ხვალ, დილის 06:00 საათიდან დაიწყება.
[sexy_author_bio]