მწერალი გიორგი კეკელიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე უხუცესტა ანსამბლის მოცაკვავის იაკობ ადაძის მუსიკის გარეშე, თოვლში შესრულებულ ცეკვას აქვეყნებს.
“ეს იაკობ ადაძეა – მოცეკვავე უხუცესთა ანსამბლიდან. პანდემიამ სახლში გამოკეტა – მაღალ მთაში, სოფელ მეკეიძეებში. მაგრამ, როცა ცეკვა მოწყურდება, ასეც მართავს რეპეტიციას. ან რეპეტიციას რატომ, თუნდაც კონცერტსაც.
აჰა, ფრაგმენტი ამ დიდი კონცერტიდან – ერთი შემსრულებლით და უმაყურებლოდ. ამ ძალას სხვა ვარჯიში სჭირდება, სხვა ილეთები. ეს გულის ილეთებია – მერე კარნახობს გარესხეულს.
ახლა სწორედ იაკობი გვმასპინძლობს. ნათელა გრიგალაშვილი და მე მასზე მინი-ფილმს ვიღებთ – ჩვენი წამოწყებული სერიალიდან. ამ სერიას #იაკობისცეკვა ერქმევა, წერს გიორგი კეკელიძე.