ნუ ელოდები, რომ შვილი შენნაირი იქნება, ან ისეთი, როგორიც გსურს, რომ იყოს. დაეხმარე გახდეს ისეთი, როგორც მას სურს.
არ მოსთხოვო ბავშვს საზღაური ყველაფრისთვის, რასაც გაუკეთებ. შენ მას ცხოვრება მიეცი, როგორ შეიძლება ამისთვის გადაგიხადოს? ის ცხოვრებას სხვას მისცემს და ეს მადლიერების შეუქცევადი კანონია.
ბავშვზე წყენას ნუ გადმოანთხევ, რომ სიბერეში მწარე პური არ ჭამო. რასაც დათესავ, იმას მოიმკი.
მის პრობლემებს ქედმაღლურად არ შეხედოთ. დარწმუნებული იყავი, რომ თითოეულს თავისი მძიმე ცხოვრება აქვს და ის შენზე ნაკლებად მძიმე არაა. შეიძლება უფრო მძიმეც იყოს, რადგან მას გამოცდილება არ აქვს.
შეურაცხყოფა არ მიაყენოთ!
არ დაგავიწყდეთ, რომ ადამიანის ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრა – ბავშვებთან შეხვედრაა. მათ მეტი ყურადღება დაუთმეთ. ვერასდროს გავიგებთ, თუ ბავშვში ვის შევხვდებით.
თავი არ დაიტანჯო, თუ ბავშვისთვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია. დაიმახსოვრე, ბავშვისთვის საკმარისი არაა გაკეთებული, თუ ყველაფერი არ სცადეთ.
ბავშვი ტირანი არაა, რომელიც თქვენს ცხოვრებას იპყრობს, არა მხოლოდ თქვენი სისხლი და ხორცია. ეს ძვირფასი თასია, რომელიც თქვენ უნდა დაიცვათ და მასში შემოქმედებითი ცეცხლი განავითაროთ. ეს დედისა და მამის უანგარო სიყვარულია, რომელთაც არა „ჩვენი, „საკუთარი“ ბავშვი, არამედ დროებით მობარებული სული უნდა გაზარდონ.
სხვისი შვილის შეყვარება ისწავლეთ. არასდროს გაუკეთო სხვის შვილს ის, რაც არ გინდა, რომ შენს შვილს გაუკეთონ.
ბავშვი იქნება ის უნიჭო, უიღბლო და ზრდასრული, ნებისმიერი გიყვარდეს. მათთან ურთიერთობა გქონდეთ. იყავით ბედნიერი იმიტომ, რომ ბავშვი დღესასწაულია, რომელიც დროებით შენთანაა.
ავტორი