„იანვრიდან ჩვენ ვიგრძნობთ უმძიმეს შედეგებს ლართან მიმართებით,“ – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა.
კერძოდ, მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ ეროვნული ბანკის მცდელობებს შედეგი არ მოჰყვა და ლარი ვერ დაიჭირა, უმძიმეს შედეგს მივიღებთ, რაც უპირველესად მოსახლეობაზე აისახება.
„მიუხედავად მოლოდინისა, რომ არჩევნების შემდეგ არცერთი ხმა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო, საპირისპიროდ მოხდა ყველაფერი. ჩვენი ტიპის ქვეყანაში, როდესაც ტერიტორიები ოკუპირებულია და უამრავი გამოწვევა არსებობს, რომლებიც ჩვენ უნდა გადალახოთ, ვერც ამერიკა და ვერც ევროკავშირი განსაკუთრებულს ვერაფერს გააკეთებს,“ – განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.