იაპონიაში სტიქიას ებრძვიან.
ძლიერმა წვიმამ ქვეყანაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია.
ამ დროისთვის მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 2, ხოლო დაკარგულია 6 ადამიანი.
1 მილიონზე მეტი ადამიანი თავშესაფრებში გადაიყვანეს.
მეტეოროლოგების ინფორმაციით, იაპონიაში ძლიერი წვიმა სამშაბათამდეა მოსალოდნელი.