იაპონიის კათოლიკური ეკლესია სასულიერო პირების მიერ ბავშვებზე სექსუალური ძალადობის შესახებ შიდა გამოძიებას ჩაატარებს. აღნიშნულ ინფორმაციას FRANCE 24 ავრცელებს.
როგორც ეპისკოპოსების მუდმივმოქმედმა კომიტეტმა გადაწყვიტა, გამოძიება იაპონიის 16 ეპარქიაში ჩატარდება.
მაუწყებლის ინფორმაციით, გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პაპმა ფრანცისკემ პირობა დადო, რომ მღვდლების მიერ ბავშვებზე სექსუალურ ძალადობას დაძლევს.