იაპონიის ეროვნული მაუწყებლის ინფორმაციით, იაპონიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი კიშიდამ შინძო აბე გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, იაპონიის ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გავლენიან წევრს ცეცხლსასროლი იარაღიდან ქალაქ ნარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სიტყვით გამოსვლის დროს ესროლეს. შემთხვევის ადგილზე გასროლის ხმა ორჯერ გაისმა. პოლიციამ ეჭვმიტანილი, 41 წლის იამაგამი ტეცუია ადგილზე დააკავა და იარაღი ჩამოართვა.
თავდამსხმელის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.
შინძო აბე იაპონიის პრემიერმინისტრი ყველაზე ხანგრძლივი დროით იყო. პირველად პრემიერის პოსტს ის 2006- 2007 წლებში, ხოლო მეორედ 2012- 2020 წლებში იკავებდა. 2020 წელს კი, ჯანმრთელობის პრობლემების გამო თანამდებობიდან გადადგა.
ავტორი