იაპონიის პრემიერ-მინისტრის ფუმიო კოსიდას თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო იაპონია რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს.
კერძოდ, გაიყინება რუსული ორგანიზაციების და რუსების აქტივები იაპონიაში, ხოლო რუსეთის მოქალაქეები იაპონიის ვიზას ვერ მიიღებენ.
გარდა ამისა, იკრძალება რუსეთში ისეთი პროდუქტის ექსპორტი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას სამხედრო მიზნებისთვის.