ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ვახო ხუზმიაშვილის ინფორმაციით, დღეს, 11 საათიდან, დაახლოებით 3 საათის განმავლობაში ტელეკომპანიის მაუწყებლობა გათიშული იქნება.
ამის მიზეზი საპროტესტო მსვლელობაა _ “იბერიელები” ტელეკომპანიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობას მოაწყობენ და იმ პროცესებს გააპროტესტებენ, რას “იბერიის” გარშემო ხდება:
“იბერიას” ჟურნალისტები ვაწყობთ საპროტესტო მსვლელობას ტელეკომპანია „იბერიადან“ მთავრობის კანცელარიის მიმართულებით.
ამიტომ, დაახლოებით სამი საათის განმავლობაში, დილის 11:00 საათიდან გათიშული იქნება ჩვენი მაუწყებლობა.
ჩვენ გავაპროტესტებთ ერთად იმას, რასაც ახორციელებს „ქართული ოცნება,“ _ განაცხადა ხუზმიაშვილმა.
ამავე თემაზე: “მთელი შენი ბიუჯეტი ქინძზე გვკიდია” _ ყიფიანის და ოქუაშვილის სკანდალური ჩანაწერი