ლეგენდარულმა შვედმა ფეხბურთელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა 41 წლის ასაკში პროფესიონალური ფეხბურთიდან წასვლა გადაწყვიტა. ამის შესახებ BBC წერს.
41 წლის იბრაჰიმოვიჩის ანგარიშზე შვედეთის ნაკრების მაისურით ჩატარებულ 121 მატჩში 62 გოლია. 2022-23 წლების სეზონი ის „მილანში“ ჩაატარა, თუმცა ტრავმების გამო მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საკლუბო დონეზე ის „მალმიოს“, „აიაქსის“, „იუვენტუსის“, „ინტერის“, „ბარსელონას“, „მილანის“, „პარი სენ-ჟერმენის“, „მანჩესტერ იუნაიტედისა“ და „ლოს-ანჯელეს გელექსის“ ღირსებას იცავდა და 866 მატჩში 511 გოლი გაიტანა.