იჩქერიის ჩეჩნეთის რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა უკრაინაში მათი აღდგენის პროცესი დაიწყეს, ამჟამად მებრძოლთა მეხუთე ბატალიონი ყალიბდება,_ ამის შესახებ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში იჩკერიის დევნილი მთავრობის ხელმძღვანელმა ახმედ ზაკაევმა ისაუბრა.
„ძალიან ხშირად ვარ კიევში იმის გამო, რომ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის შეიარაღებულმა სტრუქტურებმა აქ ჩამოყალიბება უკვე დაიწყეს. 26 თებერვლიდან, აგრესიის დაწყების შემდეგ, დეოკუპაციის სახელმწიფო კომიტეტმა მიიღო დადგენილება, რომ ჩვენ დავიწყებთ რაზმების ფორმირებას უკრაინის მხარდასაჭერად რუსული აგრესიის მოსაგერიებლად. მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობის პროცესს უკრაინის მრავალ სტრუქტურასთან. და, რა თქმა უნდა, დღეს უკვე ვაცხადებთ, რომ უკვე ჩამოყალიბებულია ოთხი ბატალიონი და იქმნება მეხუთე ბატალიონი. ანუ დღეს აქ ჩეჩნეთის იჩქერიის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები აღდგება. რა თქმა უნდა, ჩვენი აქ ყოფნა აუცილებელია ყველა იმ მოვლენის ფონზე, რაც აქ ხდება“, – განაცხადა ზაკაევმა.
ჩეჩნეთის რესპუბლიკის იჩქერიის მთავრობის მეთაური, ახმედ ზაკაევი იმყოფება ემიგრაციაში. მან ლონდონში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო.
2022 წლის 18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც ცნობს ჩეჩნეთის იჩკერიის რესპუბლიკას რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად. ჩეჩენი ხალხის გენოციდი დაგმეს უკრაინელმა დეპუტატებმაც.
რუსეთმა იჩქერია (ჩეჩნეთის რესპუბლიკა, ChRI) 2000 წელს სამხედრო შემოჭრის შემდეგ დაიკავა. ამჟამად ტერიტორია რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაშია შეყვანილი.
ავტორი