https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

    მასშტაბური ავარია აშშ-ში

    გრენლანდია ეროვნული და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის იმპერატიულია – დონალდ ტრამპი

    რუსეთმა კიევზე მასირებული შეტევა მიიტანა

    დონალდ ტრამპი „მშვიდობის საბჭოში“ მიწვევაზე ემანუელ მაკრონის უარზე – არავის უნდა ის, რადგან ძალიან მალე თანამდებობას დატოვებს

    ბულგარეთის პრეზიდენტი გადადგა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

IDFI: დეკანოიძე-გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი არღვევს რეგლამენტის მოთხოვნებს

15:16; 12.05.2023
პოლიტიკა
Share on FacebookShare on TwitterEmail

აქვთ თუ არა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება საარჩევნო ბლოკის სიით არჩეულ დეპუტატებს? – IDFI პარლამენტის გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებას აქვეყნებს.

“მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის წევრების – ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმა, არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და აფერხებს საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებასა და გაძლიერებას.

2023 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტმა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნა, თუმცა უარი თქვა მესამე პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის წევრებმა – ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ მიმართეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტებით, ვინაიდან მითითებული დეპუტატები არჩეულ იქნენ საარჩევნო ბლოკის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია) სიით მათ რეგლამენტი პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტს და განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი ორი წევრი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის, ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტება, რომ რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს საარჩევნო ბლოკის სიით გასულ დეპუტატებს, ჩვენი აზრით, რეგლამენტის მითითებული მუხლის სტრუქტურის მცდარ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ უფლების 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას.

წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატისთვის, პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” დაფუძნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არღვევს ორი დეპუტატის უფლებას შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.

1. პოლიტიკური ჯგუფის ინსტიტუტი: დამკვიდრების პოლიტიკური კონტექსტი და მიზანი

პოლიტიკური ჯგუფების შექმნის თაობაზე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ჩანაწერი გაჩნდა 2021 წლის 28 მაისის ცვლილებით, რაც განპირობებულია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით (ე.წ. შარლ-მიშელის შეთანხმება). კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით, პოლიტიკური პარტიებს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა მისცემოდათ საპარლამენტო საქმიანობის უკეთ წარმართვის შესაძლებლობა, თავის მხრივ, ამგვარი უფლებამოსილებით, პარლამენტის წევრთა აღჭურვა მიმართული იყო პოლარიზაციის შემცირებისა და პოლიტიკური პლურალიზმის გაზრდისკენ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ცვლილება ხელსაყრელ პირობებს უქმნიდა იმ დეპუტატებს, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ რეგლამენტით გათვალისწინებულ წესს ფრაქციის შექმნისთვის საჭირო დეპუტატთა საერთო რაოდენობის თაობაზე. უფრო კონკრეტულად, 4 დეპუტატს (ხოლო შემდგომ 2 დეპუტატს) მიეცა შესაძლებლობა შეექმნა პოლიტიკური ჯგუფი და ესარგებლა ფრაქციისთვის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილებებით.

2021 წლის 28 მაისიდან დღემდე პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით პარლამენტის რეგლამენტში სულ 3 ცვლილება შევიდა. თავდაპირველად, 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის არანაკლებ 4 წევრს შეეძლო პოლიტიკური ჯგუფის შექმნა. 2021 წლის 11 ივნისის ცვლილებით 4 წევრით განსაზღვრული რაოდენობა დაყვანილ იქნა პარლამენტის არანაკლებ 2 წევრამდე. ამ ცვლილების მიზანს ისევ და ისევ პოლიტიკური პარტიებისთვის ხელის შეწყობა წარმოადგენდა. 2021 წლის 16 დეკემბრის ცვლილებით კიდევ უფრო გაიზარდა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა, კერძოდ ამოღებულ იქნა ჩანაწერი „ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგინებით“ არჩევის თაობაზე, რაც განპირობებული იყო იმჟამად არსებული პოლიტიკური ფონით, კერძოდ, საქართველოს პარლამენტში პოლიტიკური პლურალიზმისა და სტატუს-კვოს შენარჩუნებისთვის ფრაქციებს „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ და „რეფორმების ჯგუფს“ მიეცათ შესაძლებლობა დარეგისტრირებულიყვნენ პოლიტიკურ ჯგუფებად.

მთლიანობაში, პოლიტიკური ჯგუფი შეიქმნა საპარლამენტო პლურალიზმის გაძლიერებისა და დეპოლარიზაციის მიზნით, ეტაპობრივად პოლიტიკური ჯგუფის შექმნის პროცესი მარტივდებოდა, რაც ბუნებრივად ზრდიდა დეპუტატთა სათანადო ჩართულობას საპარლამენტო ცხოვრებაში.

2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 2023 წლის მაისის ცვლილებები პოლიტიკური ჯგუფის ინსტრუმენტში

მმართველი პარტიიდან გამოყოფილი დეპუტატების ნაწილმა, ე.წ. ხალხის ძალამ, 2023 წლის 8 თებერვალს დააინიცირა „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტი, რათა მათ მისცემოდათ პოლიტიკურ ჯგუფად რეგისტრაციის შესაძლებლობა.

პარლამენტის რეგლამენტის 228 მუხლი ითვალისწინებდა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას, თუმცა დამატებით ადგენდა, რომ პარტიული სიიდან გასულ დეპუტატებს არ აქვთ უფლება შექმნან პოლიტიკური ჯგუფი, თუკი იმავე პოლიტიკური პარტიის წევრებს შექმნილი აქვთ ფრაქცია. ამგვარი ჩანაწერი ბლოკავდა პარტიიდან გასული დამოუკიდებელი დეპუტატების შესაძლებლობას გაერთიანებულიყვნენ ერთი პოლიტიკური ჯგუფის ქვეშ, იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი ჰქონდათ ფრაქცია.

2023 წლის 8 თებერვალს დაინიცირებული რეგლამენტში ცვლილების შეტანის პროექტი უზრუნველყოფდა 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ერთი პოლიტიკური პარტიის წარდგინებით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნას თუ მათ დატოვეს პარტიის წევრობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იმავე პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ ფრაქცია. ამ ცვლილების მიზანია “ხელი შეუწყოს უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა, უკეთ განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა და 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ისარგებლონ პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად პოლიტიკური ჯგუფისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით” – ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებული ცვლილებები ცხადყოფს, რომ მომდევნო არჩევნებამდე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა უფრო და უფრო გამარტივდა, რაც თანხვედრაშია ისეთ მნიშვნელოვან პრინციპებთან, როგორიცაა პოლიტიკური პლურალიზმი, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება და ძალთა თანაფარდობის შენარჩუნება, თუმცა, მიუხედავად ამგვარი ტენდენციისა, პოლიტიკურ ჯგუფს “ევროოპტიმისტებს” უარი ეთქვათ რეგისტრაციაზე არსებითად ფორმალურ მიზეზთა გამო.

ამჟამად, პარლამენტში 7 პოლიტიკური ჯგუფია, ესენია: “გირჩი”, “ევროპელი სოციალისტები”, “ლელო”-პარტნიორობა საქართველოსთვის”, “მოქალაქეები”, “რეფორმების ჯგუფი”, “ხალხის ძალა” და “საქართველოსთვის”.

3. “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციაზე უარი და უარის თქმის არგუმენტაცია

2023 წლის 8 მაისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით დარეგისტრირდა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი. ეს ჯგუფებია უმრავლესობაში შემავალი”ხალხის ძალა”, რომელიც ცხრა წევრით არის წარმოდგენილი და ხუთწევრიანი პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის”, ხოლო, რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს, რომლებიც საქართველოს პარლამენტში არჩეული არიან საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარდგენით, უარი ეთქვათ პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციაზე.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართა 2023 წლის 8 მაისს. დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო 6 საკითხი, თუმცა კომიტეტის სხდომაზევე მეშვიდე საკითხად დაემატა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ რეგისტრაციის საკითხის განხილვა. კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციის დაშვება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუთავსებელია, რადგან 2023 წლის 5 მაისის ცვლილება ეხება პარტიული სიიდან გასულ დეპუტატებს და არა საარჩევნო ბლოკის სიიდან გასულ დეპუტატებს.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის თანახმად, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრები საქართველოს პარლამენტში არჩეული არიან საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წარდგენით. იმავე საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს უკვე შექმნილი აქვთ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“, რაც საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ სხვა პარლამენტის წევრებს არ აძლევს დამოუკიდებლად ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობას.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის დასკვნის თანახმად, განხორციელებული ცვლილებები არ ეხება საარჩევნო ბლოკის სიიდან გასულ დეპუტატებს, რადგან საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ერთი საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არა აქვთ, შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. კომიტეტი განმარტავს, რომ ამავე მუხლის 1¹ პუნქტის თანახმად, საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრს უფლება აქვს, სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთან/პარლამენტის წევრებთან ერთად შექმნას ფრაქცია ან გაერთიანდეს სხვა პოლიტიკური პარტიის/პოლიტიკური პარტიების ან საარჩევნო ბლოკის მიერ შექმნილ ფრაქციაში, თუ მან დატოვა საარჩევნო ბლოკში შემავალი შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წევრობა.

პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციაზე უარის თქმამ ფორმალურად გაახანგრძლივა პროცესი. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის – ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, პოლიტიკური მსჯელობა იმასთან დაკავშირებით რომ სამართლებრივი სტატუსი პარტიული სიიდან გასულ დეპუტატსა და საარჩევნო ბლოკიდან გასულ დეპუტატს იდენტური აქვთ, რაციონალურია, თუმცა როგორც კომიტეტი ვალდებულება აქვთ მიჰყვნენ რეგლამენტის ჩანაწერს, ხოლო “ის რომ ჩანაწერი შეიძლება გასწორდეს, არის სხვა საკითხი”.

აღნიშნულის საპასუხოდ, ოპოზიციონერი დეპუტატები, რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე, რომლებსაც უარი ეთქვათ პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უახლოეს მომავალში დააინიცირებენ რეგლამენტში ცვლილებებს, სადაც ხსენებული ფორმალური საკითხი აღმოფხვრილი იქნება, კერძოდ, მითითებული იქნება, რომ პარტიული სიიდან გასული დეპუტატების მსგავსად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებით ერთი ბლოკიდან გასული დეპუტატებიც სარგებლობენ.

4. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის ანალიზი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, “2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე არანაკლებ 2 პარლამენტის წევრს შეუძლია რეგლამენტით ფრაქციის შექმნისთვის დადგენილი მოთხოვნების (გარდა პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის შესახებ მოთხოვნისა) შესაბამისად შექმნას საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი (შემდგომ − პოლიტიკური ჯგუფი).”

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი განსაზღვრავს საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტსა და ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი ორი წევრი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება შექმნას პოლიტიკური ჯგუფი შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.

228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის, ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტება, რომ რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს საარჩევნო ბლოკის სიით გასულ დეპუტატებს, ჩვენი აზრით, რეგლამენტის მითითებული მუხლის სტრუქტურის მცდარ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას.

საქართველოს პარლამენტმა პოლიტიკური ჯგუფის “ევროოპტიმისტების” რეგისტრაციაზე უარის თქმა დააფუძნა რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტს, რომელიც თავისი შინაარსით შემზღუდავი ნორმაა და საერთოდ არ აწესრიგებს საარჩევნო ბლოკის სიით არჩეული წევრების მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, პარლამენტს უნდა ეხელმძღვანელა რეგლამენტის 228-ე მუხლის პირველი პუნქტით და დეპუტატებისთვის უნდა მიეცა პოლიტიკური ჯგუფის დაფუძნების შესაძლებლობა”,_ ნათქვამია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

idfiრომან გოცირიძეხატია დეკანოიძე
გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21 იანვარი, 2026
პოლიტიკა

დაუთი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელმძღვანელობას დააბრუნოს ქვეყანა დემოკრატიულ გზაზე

22:44; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

ლევან ჟორჟოლიანი: ჩვენი მოლოდინია, რომ ფასების შემცირება პროცესის განმავლობაშიც დაიწყება

17:39; 20 იანვარი, 2026
პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მთავარი ამოცანაა პროდუქტებზე ფასების იმგვარი რეგულირება, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომობას გაზრდის

17:33; 20 იანვარი, 2026

კაცი, რომელიც შვილმა მოკლა, შვილებზე და ცოლზე ძალადობდა - რას ამბობს მოკლულის მეუღლე

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით ადამიანების ინფიცირების შემთხვევები სამცხე-ჯავახეთში

ყველა სიახლე

სამართალი

თბილისში, ერთ-ერთ შენობაში, კაცი გარდაცვლილი იპოვეს

20:58; 21.01.2026
მსოფლიო

ალიევი: “საქართველოზე გამავალი ტვირთები სომხეთზე გაივლის”

19:01; 21.01.2026
პოლიტიკა

კობახიძე სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის სხდომაზე ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა

17:08; 21.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:00; 21.01.2026
სამართალი

4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებული 13 პირის პროცესი- სასამართლო მტკიცებულებების გამოკვლევაზე გადავიდა

16:55; 21.01.2026
სამართალი

პროკურატურა: ერთ-ერთ რესტორანში, შსს-ს თანამშრომლისა და მისი თანმხლები პირების მიერ ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

15:25; 21.01.2026
საზოგადოება

გაუჩინარებული მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

14:48; 21.01.2026
სამართალი

536 028 ლარის საბაჟო ღირებულების არადეკლარირებული საქონელის საზღვარზე გადმოტანის ფაქტზე 2 პირი დააკავეს

14:23; 21.01.2026
პოლიტიკა

ვინ დაინიშნა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ

14:00; 21.01.2026
საზოგადოება

თიბისი ვაჭრობის დაფინანსების საუკეთესო მიმწოდებელია საქართველოში – Global Finance-ის ჯილდო

13:30; 21.01.2026
ფინანსები

„ქართული ოცნების“ 87 დეპუტატიდან 41-ს კავშირი აქვს ბიზნესთან, აქედან შემოსავლებს დეკლარაციაში უთითებს 17

13:20; 21.01.2026
საზოგადოება

“თამბაქოს შეძენის ასაკი უნდა გაიზარდოს 18-დან 21-წლამდე”

13:02; 21.01.2026
საზოგადოება

სიახლე, რომელიც 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა – რომელი მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტი აღარ გაჩერდება აღმაშენებლის ხეივანზე

12:16; 21.01.2026
საზოგადოება

ავტომობილი მდინარე ენგურში გადავარდა

12:03; 21.01.2026
საზოგადოება

სკოლებში, გაკვეთილის მიმდინარეობისას, მობილური ტელეფონის გამოყენება არა მხოლოდ მოსწავლეებს, პედაგოგებსაც აეკრძალებათ

11:02; 21.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“ხარებას რომ ღირსების ორდენს მიატყლეპებ და მზექალა შანიძის ღვაწლს თვალს აარიდებ…”

14:30; 17.01.2026
0

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო