ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, პროკურატურა ტყუის, როდესაც ამბობს, რომ ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში საპატიმროს დატოვება შეუძლია.
როგორც უგულავამ ფორმულას განუცხადა, პროკურატურას საზოგადოება შეცდომაში შეყავს.
“ამ პროკურორ ბუბულაშვილს მინდა ვუთხრა, იდიოტი ხომ არ ხარ, შვილო? როგორ შეიძლება ასეთი ტყუილები საზოგადოებას უთხრა? რანაირად უნდა გადაიხადოს, გირაო ხომ გაუქმებულია? იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტმაც იცის, რომ საპატიმრო გირაო ვერ გამოიყენება აქ. დააყენოს პროკურატურამ მაშინ გირაო და თუ სასამართლო დაამტკიცებს უნდა გამოვიდეს და მერე იმ ვადაში გადაიხდის, ეს ხომ იცის ამ ბულბულაშვილმა აფერისტმა, ან იმ შარიკოვმა არ იცის პროკურორი რომაა? ორი გრამი განათლება კი აქვს, მაგრამ არ იცის? ვის ატყუებენ? უსინდისო ნაძირალაა, ვინც მაგას იძახის. რაც პროკურორმა ბულბულაშვილმა თქვა არის ნაძირლური ტყუილი. მაგისთვის წვეტიანი ფეხსაცმლით და პანჩურით უნდა გამოაგდო პროკურატურიდან”, – აცხადებს უგულავა.