იემენი ქოლერის ეპიდემიის საშიშროების წინადე დგას. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაავადების შედეგად მიმდინარე თვეს 250 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ყოველდღე დაავადების ასობით შემთხვევა ვლინდება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, დაავადება ძალიან სწრაფად ვრცელდება.
გავრცელებული ცნობით, იემენის უდიდეს ქალაქ სენაში დავადების გავრცელების გამო საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ შიშობს, რომ ადვილად განკურნებადი დაავადების შედეგად შესაძლოა ათასობით ადამიანი დაიღუპოს, ხოლო 2 მილიონზე მეტი ბავშვი კი დაავადების რისკის წინაშე დგას.
როგორც ცნობილია, ქოლერა მწვავე ინფექციური დაავადება, რომლის გავრცელებაშიც დიდ როლს ასრულებს დაბინძურებულ წყალსატევებში ბანაობა, დაბინძურებული წყლის დალევა და დაბინძურებული საკვებით კვება.
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ცნობით, იემენში ომის შედეგად ჯანდაცვის ცენტრების 45%-ზე ნაკლები ფუნქციონირებს.
საქველმოქმედო ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვები“ აცხადებს, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა უნდა შეწყვიტოს სამედიცინო დახმარების იმპორტის აკრძალვა.
გავრცელებული ინფორმაციით, 8 მილიონზე მეტ ადამიანს სასმელ წყალზე და სანიტარულ პირობებზე ხელი არ მიუწვდებათ.
გაეროს ცნობით, 2015 წლის მარტში მომხდარი კონფლიქტის შემდეგ 8 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 44 500 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, 18 მილიონზე მეტ ადამიანს კი ჰუმანიტარული დახმარება სჭირდება.