იემენის ომის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 70 000-ს მიაღწია. აღნიშნულ ინფორმაციას The Aljazeera ახალ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
კვლევის მიხედვით, 10 000-ზე მეტი ადამიანი ბოლო 5 თვის განმავლობაში დაიღუპა.
გაეროს მონაცემებით, 2018 წელს იემენში ყოველ კვირა 100 ადამიანი იღუპებოდა.
მსოფლიოს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, 2018 წელს 4 800-ზე მეტი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა. გაეროს ინფორმაციით კი 410 ბავშვი დაიღუპა და 542 დაშავდა.
გარდა ამისა, მშვიდობიანი მოქალაქეების 30 % საკუთარ საცხოვრებელ სახლებში მოკლეს ან დაჭრეს.
იემენში ომი წლებია გრძელდება, რამაც საბრძოლო და ეკონომიკური კოლაფსი გამოიწვია. მილიონობით ადამიანი შიმშილის ზღვარზეა.
2015 წლიდან სურსათის ღირებულება 68%-ით გაიზარდა.