ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინაში ომი შეიძლება წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
იენს სტოლტენბერგმა Bild am Sonntag-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინული ჯარებისთვის უახლესი იარაღის მიწოდება ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონის რუსეთის კონტროლისგან გათავისუფლების შანსს გაზრდის.
„ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ ამას შეიძლება წლები დასჭირდეს. ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა მაშინაც კი, თუ ხარჯები მაღალია, არა მხოლოდ სამხედრო მხარდაჭერისთვის, არამედ ენერგორესურსებისა და სურსათის ფასების ზრდის გამო“, – თქვა სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა.