POLITICO-ს ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგს ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე შეცვლის.
როგორც გამოცემა იუწყება, ამის შესახებ შეთანხმება ნატოს 32-ვე წევრმა ქვეყანამ შეძლო.
ოფიციალური დანიშვნა სავარაუდოდ ივლისში გაიმართება ვაშინგტონში, ორგანიზაციის სამიტზე. რუტეს უფლებამოსილების ვადა ხუთი წელი იქნება.