რუსებმა დონეცკის ოლქში, ვოლნოვახაზე იერიში მიიტანეს.
სარაკეტო და საარტილერიო სროლის შედეგად ვოლნოვახაში 15 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია დონეცკის სამხედრო-სამოქალაქო რეგიონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პავლო კირილენკომ გაავრცელა.
მან აღნიშნა, რომ დაბომბვის შედეგად დაზიანდა ორი საცხოვრებელი კორპუსი.
კირილენკოს თქმით, ვოლნოვახაში მობილური კომუნიკაცია ნაწილობრივ აღდგა. ადგილობრივ საავადმყოფოს მუშაობა არ შეუწყვეტია, მაგრამ სასწრაფო დახმარება მხოლოდ მაშინ მოძრაობს, როცა დაბომბვა ჩერდება.
გარდა ამისა, რამდენიმე დასახლება სტაბილური წყალმომარაგებისა და ელექტროენერგიის გარეშე რჩება. აღდგენა დაიწყება სიჩუმის რეჟიმის მიღების შემდეგ.