საჰაერო თავდასხმის შედეგად სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციის რამდენიმე თანამშრომელი დაიღუპა.
როგორც საქველმოქმედო ორგანიზაციაში აცხადებენ, დაღუპულია მათი 7 თანამშრომელი. ისინი ისრაელის საჰაერო ძალების იერიშს ემსხვერპლნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულები არიან ავსტრალიის, პოლონეთის, ბრიტანეთის, პალესტინის მოქალაქეები და აშშ-კანადის ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირი
BBC-ის ინფორმაციით, ისრაელში აცხადებენ, რომ მომხდარს შეისწავლიან.