“თეთრი ხმაურის მოძრაობის” ინფორმაციით, მათ აქციას “ქართული მარში” უახლოვდება.
აქციის ორგანიზატორები, ხელიუფლებას მოუწოდებენ,რომ მიიღონ ზომები მათი თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის დასაცავად.
“როგორც გვატყობინებენ, “ქართული მარში” უახლოვდება ჩვენი შეკრების ადგილს, იგეგმება პროვოკაცია. ვიკრიბებით ყველანი, ვიბრძვით მშვიდობით და თავისუფლებისთვის.
მივმართავთ საზოგადოებას: ვიმყოფებით კრიტიკულ გზაგამყოფზე. რეგრესული ძალები ცდილობენ შეაფერხონ რევოლუცია, რომელიც საქართველოს თავისუფალ ქვეყნად აქცევს. გამოდით, შემოგვიერთდით.
მივმართავთ საქართველოს მთავრობას, ყველა ზომა მიიღოს და არ მისცეს დაპირისპირებულ მხარეს პარლამენტის წინ შეკრებილ დემონსტრანტებთან მიახლოვების და ფიზიკური შეხლის შესაძლებლობა.
დაიცავით ჩვენი თავისუფლება და მშვიდობიანი პროტესტი”,_წერია “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.