აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო მზად არის მთიან ყარაბაღში ცეცხლის რეჟიმი შეათანხმოს, _ ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ..FOX NEWS” – თან მიცემულ ინტევიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთმა უნდა განაცხადოს, რომ ემხრობიან პირინციპებს, რომლებიც შეიმუშავეს აშშ-მა რუსეთმა და საფრანგეთმა.
_ დიახ, ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ამაზე, ღიად ხშირად მისაუბრია. დღესაც მზად ვართ ცეცხლის შეწვეტის შესათანხმებლად. საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ რევანშს ავიღებთ, მაგრამ – ბრძოლის ველზე. ჩვენ არ დავხოცავთ მოსახლეობას. ამავდროულად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა უნდა თქვას, რომ ისინი ეთანხმებიან აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებულ ძირითად პრონციპებს.“ – განაცხადა ალიევმა.
ასევე მან, fox news-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ბაქოს სურს, გადავიდეს მოლაპარაკებებზე, მაგრამ სომხური მხრიდან მიდის სიგნალები, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით ვერ მოგვარდება.
,,ჩვენ გვინდა, რომ სამხედრო გზა შეჩერდეს და გადავინაცვლოთ მოლაპარაკებათა მაგდასთან. სამხედრო ფაქტორს დიდი დანაკარგებთან და მსხვერპლთან მივყავართ. ამიტომ, რაც მალე დავიწყებთ სუბსტანციურ მილაპარაკებებს, მით სწრაფად მოინახება კონფლიქტის დარეგულირების გზები. კონფლიქტის მოგვარება ეფუძნება აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას“, – განაცხადა ალიევმა
როგორც ცნობილია, აზერბაიჯანი და სომხეთი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ, თუმცა, რამდენიმე საათში ერთმანეთი შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულეს.
მხარეებს შორის კიდევ ერთი სამშვიდობო შეთანხმება 17 ოქტომბერს გაფორმდა, მაგრამ ის კვლავ დაირღვა და მხარეები ამაში კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებენ.