სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი ილია მეორე დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალების გამო სამძიმრის წერილს აქვეყნებს.
წერილი საპატრიარქოს გვერდზე ვრცელდება.
“დეკანოზ აკაკი მელიქიძის გარდაცვალება დიდი დანაკლისია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის. იგი იყო ხალხის ჭეშმარიტი მსახური და ძლიერი ლოცვის უნარით დაჯილდოებული სასულიერო პირი.
მიუხედავად იმისა, რომ მამა ცნობილი მღვდელმთავარი ჰყავდა, თავიდან თვითონ საერთოდ არ ფიქრობდა რელიგიურ გზაზე. მის ცხოვრებაში დიდი გარდატეხა კლინიკური სიკვდილის შემდეგ მოხდა.
ჩვენც გულისტკივილით აღვავლენთ ლოცვებს და შევთხოვთ შემოქმედს, სავანესა თვისსა განუსვენოს დეკანოზ აკაკის უკვდავ სულს და წიაღსა შინა აბრაამისასა დაამკვიდროს იგი; ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და გულშემატკივართ კი მომადლოს მშვიდობა და შინაგანი სიმტკიცე, მომადლოს გულმხურვალე ლოცვა, მსგავსი იმისა, როგორც თვითონ ლოცულობდა მოყვასისათვის”,_ წერს ილია მეორე.































































