2 აპრილს, საკვირაო ქადაგების დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ, სამების საკათედრო ტაძარში, შემოქმედის ეპარქიის სამღვდელოება დააჯილდოვა.
პატრიარქმა დეკანოზები: მირიანი (ფირცხალაიშვილი) და ბასილი (გოგოტიშვილი) მეორე ჯვრის ტარების უფლებით, ხოლო დეკანოზები: ზაქარია (თხილაიშვილი) და ლუკა (ბაკურაძე) მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა.
დეკანოზები: თომა (გოგოტიშვილი), პავლე (ქინქლაძე), გიორგი (ჭელიძე) და (მიქაელი) გუდავაძე გამშვენებული ჯვრისა და მიტრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ.
ილია მეორემ იღუმენი ანდრია (მამულაშვილი) გამშვენებულო ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვდა.
გამშვენებულო ჯვრის ტარების უფლებით ასევე დაჯილდოვდნენ დეკანოზები: ბართლომე (რუხაძე), ბიქტორი )გიორგაძე) და გიორგი (ბარამიძე).
მღვდლები: იოსები (ნაკაიძე), გრიგოლი (დობორჯგინიძე) და იაკობი (ასათიანი) დეკანოზის ხარისხში აიყვანეს და გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვეს.
გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა იღუმენია სარა (დათებაშვილი).