ამერიკელი მილიარდერი ბიზნესმენი ილონ მასკი წერს, რომ ახალ პოლიტიკურ პარტიას აფუძნებს, სახელწოდებით – “ამერიკის პარტია”.
ამ ინფორმაციის გამოქვეყნებამდე, მან X-ზე ონლაინ გამოკითხვა ჩაატარა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით, სადაც უმრავლესობამ იდეას მხარი დაუჭირა.
“თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც!
როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა – დემოკრატიაში.
დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ”, – დაწერა ილონ მასკმა.
By a factor of 2 to 1, you want a new political party and you shall have it!
When it comes to bankrupting our country with waste & graft, we live in a one-party system, not a democracy.
Today, the America Party is formed to give you back your freedom. https://t.co/9K8AD04QQN
— Elon Musk (@elonmusk) July 5, 2025