ცოტა ხნის წინ, ილონ მასკმა განაცხადა რომ პარფიუმერიით დაინტერესდა და სპეციფიკური სუნამოს გაყიდვას იწყებს, რომელსაც სახელად „დამწვარი თმა“ ჰქვია და ილონ მასკის მიერ დაფუძნებული კომპანია – „The Boring Company“ აწარმოებს.
ამჟამად სუნამოს შეძენა „The Boring Company“-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი და მისი ფასი 100 დოლარია.
სუნამოს გამოშვებიდან მალევე ილონ მასკმა ტვიტერზე პოსტი გამოაქვეყნა და საზოგადოებას შეატყობინა, რომ 10 ათასი ფლაკონი მყისიერად გაიყიდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ილონ მასკმა სუნამოს გაყიდვებიდან უკვე მილიონი დოლარი მიიღო.
ავტორი