“იმ შემთხვევაში თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარედირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაცას, უკონტროლო იმირაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს მრავალ სხვა ქვეყანაში სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს”,_ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის” კანონპროექტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ არ შეიძლება ქვეყანა ცხოვრობდეს გარედან თავს მოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ეგრეთწოდებული პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში.