საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ენ ლინდე „ტვიტერზე“ ეხმაურება.
„საქართველოში ვიზიტის დროს მე ავღნიშნე, რომ ჩვენ ყველას გვაქვს როლი მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობაში. ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით, იმედი მაქვს, რომ ყველა მხარე იმოქმედებს ეუთოს ვალდებულებების სრული დაცვით და დაუყოვნებლად განაახლებს დიალოგს“,_ აცხადებს ენ ლინდე.